ისტ-ი ხელს უწყობს არა მარტო ინოვაციების დანერგვას სასწავლო პროცესში, გაკვეთილების გამრავალფეროვნებას, არამედ კრეატიულობისა და შემოქმედებითობის განვითარებასაც. ჩვენმა მოსწავლეებმა სწორედ ისტ-ის დახმარებით შეისწავლეს ორიგამის ხელოვნება და დიდი სიხალისით შეუდგნენ მუშაობას.
ორიგამი ანუ ქაღალდის ხელოვნება იაპონიაში ,,დაიბადა". მიუხედავად იმისა რომ ქაღალდის სამშობლო ჩინეთია, მის გაცოცხლებას იაპონიაში დაედო საფუძველი. ორიგამები ეს ქაღალდისაგან გაკეთებული ,,ცოცხალი" ფიგურებია. ჩვენც სწორედ ისტ-ის დახმარებით გავიცანით ისინი.
დააჭირეთ ლინკს
No comments:
Post a Comment