Sunday, December 17, 2017




ჩვენ,  ,,ციფრული მოქალაქის"  წევრები გილოცავთ დამდეგ       2018 წელს  და როგორც 108 სკოლას, ისე ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებებს სწავლაში.



 შეისწავლეთ და გამოიყენეთ ახალი ინოვაციები სასწავლო პროცესში.

ეს ბარათები ჩვენ, მოსწავლეებმა მოვამზადეთ  პროგრამა ,,Pizap" - ში. ამ პროგრამაში მუშაობამ ძალიან გაგვახალისა და გადავწყვიტეთ ახალი წელი ჩვენი ბარათებით მოგველოცა. თუმცა ამ პროგრამაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ კეთდება როგორიცაა პოსტერები, კოლაჟები, სურათების რედაქტირება და ა.შ. გვიხარია რომ შეგვიძლია ამ აპლიკაციაში მუშაობა. ,,ციფრულმა მოქალაქემ"  ჩვენთან დამეგობრებულ უკრაინელ მოსწავლეებსაც მიულოცა ახალი წელი . ჩვენი ბარათების სანახავად დააჭირეთ ლინკს.





Sunday, December 3, 2017


პოსტერები და კოლაჟები: პოსტერები შეიძლება დავამზადოთ ონლაინაპლიკაციების გამოყენებით, პოსტერი შეიძლება ჩავაშენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, გაზიარებულ პოსტერზე შეიძლება დატანილი იქნას თანამონაწილეთა მოსაზრებები , ის გვთავაზობს უამრავ არჩევანს დიზაინისა და თემატიკის მიხედვით, პოსტერები საშუალებას გვაძლევს გამოვაქვეყნოთ ინფორმაციები სასწავლო პროცესების მიმდინარეობისა თუ სიახლეების შესახებ. 

ჩვენ დიდი ინტერესით ავითვისეთ ეს აპლიკაციები და ვეცადეთ წარმოგვედგინა სხვადასხვა კუთხით. პოსტერების სანახავად დააჭირეთ ლინკს


video-რგოლები:  თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სურათები და ვიდეო კლიპები, ასევე  ვრცელი  ბიბლიოთეკა და ფართო არჩევანი ვიდეო სტილის, რათა შეიქმნას შეუზღუდავი რაოდენობის სლაიდშოუ - video     და მას შემდეგ, რაც ანიმოტო ,,ღრუბელია" თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ Animoto- ს პროგრამა და შექმნათ მრავალ სასურველ თემაზე სასურველი ვიდეო-რგოლები. ჩვენ ეს შევძელით. ჩვენი ვიდეოების სანახავად       დააწკაპუნეთ ლინკზე.







კომიქსი:  ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.  ეხმარება ქვეცნობიერის გადმოცემაში. ჩვენ ძალიან ვიხალისეთ, მოგვეწონა კომიქსების კეთება და ამასაც წარმატებით გავართვით თავი. ჩვენი კომიქსების სანახავად დააჭირეთ ლინკს.







კლუბის ლოგოზე მუშაობა: ჩვენ ვართ 108 სკოლის ,,ციფრული მოქალაქის" კლუბის წევრები და ხალისით ვართ ჩაბმული კლუბის აქტივობებში რაც ჩვენთვის სიახლესთან ერთად ძალიან საინტერესოც არის.  ჩვენ ვიმუშავეთ logomaker-ის სხვადასხვა ვერსიებში. ვმუშაობდით ყველა. შევქმენით სხვადასხვა ვერსიები. მოვაწყეთ კონკურსი და შევარჩიეთ ლოგო. ლოგოს ვერსიებს ვგზავნიდით  edmodo -ს საშუალებით ჩვენს ისტ -ის მასწავლებელთან ქალ-ნ ირინასთან. ამავე edmodo-ში ხმათა უმრავლესობით შევარჩიეთ ლოგოც რომელიც ჩვენი აზრით ძალიან გვეამაყება. 
მშობლების მხარდაჭეით შევიძინეთ თეთრი მაისურებიც რომელზედაც ჩვენი საამაყო ლოგოა გამოსახული. 
ლოგოზე მუშაობის პროცესის სანახავად დააჭირეთ ლინკს:








,,ციფრული მოქალაქე" აქტიურად ვიყენებთ Edmodo-ს შესაძლებლობებს და ყველა ჩვენ  შესრულებულ დავალებებს ვუგზავნით ირინა მასწავლებელს. 
მასწავლებელსა და მოსწავლეებს ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან და ედმოდოს გამოყენება ჩვენთვის ძალიან კომფორტულია.

Sunday, November 26, 2017

               კლუბის ხელმძღვანელი :
 ირინა მარკოზაშვილი
სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები  21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში. ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის.