Sunday, November 26, 2017

               კლუბის ხელმძღვანელი :
 ირინა მარკოზაშვილი
სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები  21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში. ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის.