რეფლექსიები



Google Maps
21-ე საუკუნე საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციის ადგილი, ან ვირტუალურად დავათვალიეროთ სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ობიექტები. Google Maps — გუგლის მიერ შექმნილი რუკების ვებაპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დათვალიერება თანამგზავრული სურათების სახით. • გარდა უბრალო დათვალიერებისა, შესაძლებელია საკუთარი რუკები შექმნა წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონალური ფენებით და სხვებისათვის გაზიარება. ჩემის აზრით ამ აპლიკაციის ცოდნა მოსწავლეებს განუვითარებს სწორედ 21-ე საუკუნის უნარებს და დაეხმარებათ მომავალში ამ აპლიკაციის მიზნობრივ გამოყენებაში. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი და ხალისით ასრულებდნენ შესაბამის დირექტივებს. შექმნეს საინტერესო საკუთარი ლოკაციის რუკები.



ელექტრონული წიგნები
ჩვენი ამოცანა იყო მოგვეხდინა ზღაპრის გაცოცხლება და შეგვექმნა ელექტრონული წიგნები. ეს დაეხმარებოდა მოსწავლეებს არა მარტო სამეტყველო უნარების განვითარებაში, არამედ განევითარებინათ შემოქმედებითი უნარი და მოეხდინათ ისტი-ის  ტრანსფერი მოხერხებულად.
ზღაპარი ეხმარება ბავშვს იქ აღწერილი ამბავი შეადაროს ცხოვრებისეულ სინამდვილეს, დაეხმაროს სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში. როდესაც ბავშვი ზღაპარს ისმენს, გინდა არ გინდა ზღაპრის გმირს ადარებს რომელიმე მის ცხოვრებისეულ გმირს, ფიქრდება გმირების საქციელსა თუ ხასიათებზე, ადარებს საკუთარ ქმედებებს, ოცნებობს, სხვის საქციელს ადარებს საკუთარს, ეხმარება ვირტუალუად იმოგზაურონ ზღაპრის სამყაროში. ხიფათისაგან არავინ არის დაზღვეული მაგრამ ბავშვები უნდა მიხვდნენ რომ სისუსტე უნდა გადავლახოთ და სიკეთე ვაკეთოთ.



Christmas cards - საშობაო ბარათები

"საშობაო ბარათები" ხელს უწყობს   გააძლიეროს მეგობრული გრძნობა კლუბის წევრებისა და სხვა მოსწავლეების მიმართ; მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობების განმტკიცება და თითოეული მათგანის იდენტობის იდენტიფიცირება. მოსწავლე  აზიარებს გამოცდილებს, სიხარულ.  სოლიდარობას. თანამშრომლობა ასოცირდება მოსწავლის მიერ შექმნილ შემოქმედებით ნამუშევარში. ბარათებზე დამოუკიდებელი მუშაობა ასევე ხელშემწყობია აამაღლოს მოტივაცია.


Postermywall -- რეფლექსია


პროექტის მოკავშირე მხარეებმა ან მონაწილეებმა შეიძლება თავისი მოსაზრებები გააზიარონ გარკვეულ ონლაინ საშუალებებზე, ასეთი საშუალებაა პოსტერი, რომელიც შეიძლება შექმნა პროექტის მონაწილე როგორც ერთმა ისე ორივე მხარემ. პოსტერი გაზიარებულ პოსტერზე შეიძლება დატანილი იქნას მოსაზრებები თანამონაწილეების მიერ. Postermywall გვთავაზობს პოსტერების უამრავ არჩევანს თემატიკისა და დიზაინის მიხედვით, რომლის რედაქტირებაც შეგვიძლია საჭიროებისამებრ.
შესაძლებელია პოსტერის ჩაშენება  სხვადასხვა  სოციალურ ქსელებში. ჩემი აზრით ასეთი პოსტერები კარგი საშუალებაა მოსწავლეებისათვის მოახდინონ არა მარტო ინფორმაციის გამოქვეყნება არამედ მიზნობრივად განავითარონ შემოქმედებითი უნარი.
პრაქტიკამ მაჩვენა გამოსაყენებლად საჭირო და საინტერესო აპლიკაციები რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ საგანმანათლებლო სფეროში.

მადლობა ჩემს მოსწავლეებს პოსტერების მიმართ დიდი ინტერესის გამოჩენისათვის
პოსტერმა შეიძლება შეასრულოს საინფორმაციო როლი მიმდინარე შესრულებული სამუშაოების შესახებ ან სარეკლამო წარმოდგენის შინაარსი. ასეთ ონლაინ აპლიკაციებზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით და 21-ე საუკუნის უნარებს.
მოსწავლეების მიერ შესრულებული  პოსტერების სანახავად დააჭირეთ ლინკს


Animoto - რეფლექსია
Animoto არის ონლაინ პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ უფასო ვიდეოები. ვიდეოები იქმნება სურათების,   ტექსტების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია თემების და მუსიკის შერჩევა.
  აღნიშნული  პროგრამა ემყარება ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. ჩვენი მიზანი მოიაზრებდა არა მარტო შეესწავლათ  ვიდეო - ფაილების მომზადების პროგრამა  „ANIMOTO“ -ს გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსება საკომუნიკაციო  პორტალზე.
·         სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსების ეფექტუად გამოყენება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაში დაგვეხმარება.
  • გაშვება, ჩატვირთვა, ფუნქციონირება, გარჩევა – რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამებში მანიპულირების შედეგად აპლიკაციების მიღებას;
·         პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემას. ძირითადად ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ამ ასაკის ბავშვებთან უმთავრესად პრაქტიკული საქმიანობის დროს იჩენს თავს.
·         მოსწავლეს შეუძლია იმუშაოს ვიდეოზე ნებისმიერ ადგილას - ხართ თუ არა საკლასო ოთახში, ბიბლიოთეკაში მედია ცენტრში, სახლში, ან მობილურ მოწყობილობაზე ჩვენი საგანმანათლებლო აპლიკაციის მეშვეობით.
·         პროგრამა ხელს უწყობს კეთებით სწავლას და მოტივაციის, გემოვნების, შემოქმედობითობის, დამოუკიდებელი მუშაობის, ფანტაზიის , მულტიდისციპლინარული უნარების განვითარებას. მოსწავლეს შეუძლია შექმნას ვიდეო-ბიოგრაფიები სხვადასხვა საგნებთან დაკავშირებით.


ამ პროგრამამ მოსწავლეებში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ისინი ხალისით უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას რაც კიდევ მათ კომუნიკაციასაც უწყობდა ხელს.




კომიქსები - Toondoo.com - რეფლექსია

თამაში – მოსწავლეები ამ დროს ავლენენ ნასწავლის გაგების და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
კომიქსი არის გრაფიკული ნოველა, (ანუ ნახატებიანი წიგნი), სადაც არის ნახატები და აწერია შესაბამისი წარწერები
საქართველოში კომიქსის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება
ბავშვს წარმოსახვით უნარს უვითარებს, ბავშვი ხვდება, რომ არ უნდა მოიქცეს ცუდად და უნდა დაეხმაროს სამყაროს, რათა დადებით და მისაბაძ პერსონად ჩამოყალიბდეს.კომიქსი ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით  და  ეხმარება ქვეცნობიერის გადმოცემაში.
კომიქსები ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებმა მოახდინონ თავისი ფანტაზიისა და ტექნიკური ცოდნის  ინტეგრირება. გააცნობიერონ ის თემატიკასთან მიმართებაში. ჩვენი კლუბის წევრები დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ კომიქსების შესწავლასა და კეთებაში. ნაშრომებს აგზავნიდნენ Edmodo-ს საშუალებით. ყველა ეს საშუალება ხელს უწყობს მოსწავლეებმა დამოუკიდებელი უნარებისა და კომუნიკაციის საშუალებების მიზნობრივ დაკავშირებას.


pizap.com - გამოყენება-რეფლექსია

ამ ვებ-გვერდზე შესაძლებელია შევქმნათ ფოტო-კოლაჟი, დავამუშავოთ ფოტო, ჩამოვტვირთოთ მზა ფონი ან შევქმნათ საკუთარი ფანტაზიით. „Backgrounds“ განყოფილებაში მოცემულია მზა ფონების ფართო არჩევანი. შესაძლებელია მოცემული ფონების  ჩამოტვირთვა და უცვლელად შენახვა. ვებგვერდის   „Holidays“-ის განყოფილებაში არის დამატებითი ჩანართები, სადაც მოთავსებულია სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული მზა ფონები. პროგრამა სურვილის შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, თავად შევიტანოთ ცვლილებები არჩეულ ფონზე.

შექმნილი ფონები  შესაძლებელია უკვე გადავიტანოთ პროგრამა „Power point“-ის სლაიდებზე. ასევე, ფოტოს შეიძლება დავამატოთ მოძრავი ანიმაციები, სხვა გრაფიკული ობიექტები ან დავამატოთ ტექსტი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოძრავი ანიმაციები მოძრაობენ მხოლოდ გაშვების რეჟიმში. შექმნილ სლაიდს შეგვიძლია დავადოთ ხმოვანი ეფექტი. შესაძლებელია ხმა ავტომატურ რეჟიმშიც გავუშვათ. პროგრამა  ეხმარება მოსწავლეებს არა მარტო ინოვაციების შესწავლაში არამედ შემოქმედებითი გემოვნების დახვეწაში და მომავალში  პროფესიულ საქმიანობებში პიზაპის დეტალების გამოყენებაში. (კოლაჟები, პოსტერები, რეკლამები). ამ პროგრამამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები  გარდა საკლასო ოთახისა მუშაობდნენ სახლშიც და აგზავნიდნენ Edmodo-ს საშუალებით.

No comments:

Post a Comment