Sunday, January 12, 2025

"იყავით მედიაწიგნიერნი"

 2024 წლის ნოემბერ -დეკემბერში განვახორციელე პროექტი "იყავით მედიაწიგნიერნი". პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო:

  1. კრიტიკული აზროვნების განვითარება – მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის აღქმა და ანალიზი ისე, რომ გააცნობიერონ მისი შესაძლო მიზნები, გავლენა და სანდოობა.
  2. ციფრული უნარების განვითარება – მოსწავლეებმა უნდა  იცოდნენ, როგორ მოიძიონ, გაანალიზონ და შეინარჩუნონ სანდო ინფორმაციული წყაროები, ასევე უსაფრთხო კომუნიკაცია ციფრულ გარემოში.
  3. სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება – მოსწავლეები უნდა  აცნობიერებდნენ, როგორ შეიძლება მათი ქმედებები და პოსტები სოციალურ მედიაში გავლენას ახდენდეს სხვებზე და საზოგადოების აზრზე.
  4. მხატვრული და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება – რეკლამებისა და სხვადასხვა ტიპის კონტენტის შექმნა ეხმარება მოსწავლეებს  არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ეთიკური ასპექტების გააზრებაშიც, რაც მნიშვნელოვანია მედიის სამყაროში.
  5. დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ამოცნობა – ეს უნარი დაეხმარება მოსწავლეებს  განსხვავებული ინფორმაციული წყაროების შინაარსის სიღრმისეულად გააზრებაში, რაც მათ იცავს მავნე გავლენისგან.

განვახორციელეთ უამრავი აქტივობები რომელთა შესახებ ინფორმაცია დევს ბლოგზე წარმოდგენილ ფაილში (https://iramark2001-teacher.blogspot.com/)

ზოგიერთი აქტივობის ლინკი წარმოდგენილია აქვე. 

"იყავით მედიაწიგნიერნი " -პროექტის შესახებ

პროექტის ფარგლებში შექმნილი რეკლამები

რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერნი

ციფროTV108 -გადაცემა 7- პროექტის შესახებ

ამოიცანით ფეიკნიუსები

პროექტის ფარგლებში შექმნილი პოსტერები


No comments:

Post a Comment