Wednesday, May 9, 2018

ორიგამი-ქაღალდის ხელოვნება

ისტ-ი ხელს უწყობს არა მარტო ინოვაციების დანერგვას სასწავლო პროცესში, გაკვეთილების გამრავალფეროვნებას, არამედ კრეატიულობისა და შემოქმედებითობის განვითარებასაც. ჩვენმა მოსწავლეებმა სწორედ ისტ-ის დახმარებით შეისწავლეს ორიგამის ხელოვნება და დიდი სიხალისით შეუდგნენ მუშაობას.
ორიგამი ანუ ქაღალდის ხელოვნება იაპონიაში ,,დაიბადა". მიუხედავად იმისა რომ ქაღალდის სამშობლო ჩინეთია, მის გაცოცხლებას იაპონიაში დაედო საფუძველი. ორიგამები ეს ქაღალდისაგან გაკეთებული ,,ცოცხალი" ფიგურებია. ჩვენც სწორედ ისტ-ის დახმარებით გავიცანით ისინი.

დააჭირეთ ლინკს









Thursday, May 3, 2018

ჩვენ  ვქმნით ელექტრონულ წიგნებს

ჩვენ, ბავშვობაში უამრავ ზღაპარს გვიკითხავდნენ. ზღაპრებს დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ ან  ვუყურებთ ხოლმე. მაინც რას გვასწავლის ზღაპარი?
ზღაპარი ეხმარება ბავშვს იქ აღწერილი ამბავი შეადაროს ცხოვრებისეულ სინამდვილეს, დაეხმაროს სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში. როდესაც ბავშვი ზღაპარს ისმენს, გინდა არ გინდა ზღაპრის გმირს ადარებს რომელიმე მის ცხოვრებისეულ გმირს, ფიქრდება გმირების საქციელსა თუ ხასიათებზე, ადარებს საკუთარ ქმედებებს, ოცნებობს, სხვის საქციელს ადარებს საკუთარს, ეხმარება ვირტუალუად იმოგზაურონ ზღაპრის სამყაროში. ხიფათისაგან არავინ არის დაზღვეული მაგრამ ბავშვები უნდა მიხვდნენ რომ სისუსტე უნდა გადავლახოთ და სიკეთე ვაკეთოთ.
ჩვენი ამოცანა იყო მოგვეხდინა ზღაპრის გაცოცხლება და შეგვექმნა ელექტრონული წიგნები. ეს დაეხმარებოდა მოსწავლეებს არა მარტო სამეტყველო უნარების განვითარებაში, არამედ განევითარებინათ შემოქმედებითი უნარი და მოეხდინათ ისტი-ის  ტრანსფერი მოხერხებულად.

22 აპრილი დედამიწის დღეა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
ამ ღონისძიებას ჩვენი კლუბის მოსწავლეებიც აქტიურად შეუერთდნენ.