კლუბის წესდება




კლუბის წესდება და დებულებები

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს    ,,ციფრული მოქალაქის“ კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე  კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი 2,,ციფრული მოქალაქის“ კლუბის  ფუნქციები:
·         სხვადასხვა პროგრამული თუ არაპროგრამული აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
  • სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  • საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
·         ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
·         ახალგაზრდების ჩართვა  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
·         მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
·         მოსწავლეებში და  პროექტებში მონაწილეობის წახალისება.

 მუხლი3. ,,ციფრული მოქალაქის“ სამოქალაქო კლუბის წევრობა:
,,ციფრული მოქალაქის“  წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს კლუბში გაწევრიანების განაცხადს;
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი4.    წევრთა უფლება-მოვალეობანი
,,ციფრული მოქალაქის“  წევრს უფლება აქვს:
)            მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
)           შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
)           მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
)          ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;

სამოქალაქო კლუბის  წევრი მოვალეა:
)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
)  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
)  აქტიური მონაწილეობა მიიღოს  დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.

მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და კლუბის ხელმძღვანელს;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:

) ასრულებს კლუბის მენტორის დამხმარე ფუნქციებს
) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან აქტივობების ინიცირებას;
) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.


ციფრული მოქალაქე

განაცხადის ფორმა


მშობელთა კითხვარი


მიზანი:
·        თანამედროვე ინოვაციების ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
·        ინოვაციური  განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
·        შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
·        ინოვაციურ სფეროში მოსწავლეებ თვითრეალიზაციის საშუალება.
·        ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის.
·        ცოდნის გენერირება ეკონომიკური ელემენტების  უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
·        და ციფრული მასალებთან  ინტეგრირება.
·        სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
·        ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
·         მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება
·        ინოვაციურ სფეროში მოსწავლეებ თვითრეალიზაციის საშუალება.
·        მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში  ჩართულობ ამაღლება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
·        ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
·        ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
·        მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;





No comments:

Post a Comment