Thursday, May 23, 2019

პროგრამირების ელემენტების გამოყენება

Scratch.mit.edu 
ჩვენი სკოლის ,,ციფრული მოქალაქე" სწავლობს პროგრამირების საბაზო ელემენტებს.

ეს არის პროგრამირების ენის საბაზო ელემენტების გამოყენების საშუალება. , რომელიც ეხმარება მოსწავლეს ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობით პროექტებში მონაწილეობა, ანუ შეიძინონ და განავითარონ 21-ე საუკუნის უნარები.



მუშაობა  Scratch-ში

დააჭირეთ ლინკს

ეს ციფრული რესურსი შედგება გრაფიკული ბლოკებისაგან, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია, და მოვახდინოთ გაზიარება.
გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სასწავლო გარემოში. პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შეიძლება შეიქმნას ანიმაცია, მოთხრობა, მოძრაობა, ხასიათი..
ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროგრამის მიმართ.
ამ პროგრამაში შერცეულ სცენაზე(სცენა არის გარემო, სადაც ჩვენი გმირები, სპრაიტები, მოახდენენ მოქმედებას, ჩვენ უწერთ  სკრიპტებს, რათა ისინი ავამოძრაოთ. ავალაპარაკოთ, ავამღეროთ.
სკრიპტი-  ეს არის შესასრულებელი ბრძანებების სია, სკრიპტების დახმარებით ფიგურას ვამოძრავებთ და ვალაპარაკებთ.
სპრაიტი - არის ნებისმიერი ობიექტი, რომელზეც ჩვენ ვახდენთ ზემოქმედებას, ანუ ვწერთ სკრიპტებს.
სკრიპტი - კარნახობს სპრაიტს თუ რა უნდა შეასრულოს. არის ბლოკების ჯაჭვი, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ სპრაიტზე, სპრაიტის ცვლილების ასახვის საშუალება კი არის კოსტუმი. ;
მოსწავლეები წერდნენ სცენარს. ირჩევდნენ სამოქმედო სცენას, იქმნებოდა სპრაიტის პოზიციები, შემდეგ კი წერდნენ სკრიპტებს. იქმნებოდა პატარა ანიმაციები.






ვიქტორინა ,,იცით თუ არა რომ?"
მასალები











ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას- დააჭირეთ ლინკს


პროექტი მავნე ჩვევები

ჩვენ ვართ ,,ციფრული მოქალაქე"

Monday, May 6, 2019

პოსტერებზე მუშობა


ჩვენ ვმუშაობთ პოსტერებზე


Postermywall გვთავაზობს პოსტერების უამრავ არჩევანს თემატიკისა და დიზაინის მიხედვით, რომლის რედაქტირებაც შეგვიძლია საჭიროებისამებრ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშობდნენ აღნიშნულ ონლაინ აპლიკაციებზე და შექმნეს უამრავი პოსტერი სხვადასხვა თემატიკაზე

დააჭირეთ ლინკს

.










ელექტრონული ზღაპრები


108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქე'" ქმნის ელექტრონულ წიგნებს


მოსწავლეებმა ციფრული საშუალებების შერჩევით შექმნეს ელექტრონული ანიმირებული წიგნებიგარდა იმისა რომ წარმოდგენილი ტიპის გაკვეთილი უვითარებს ბავშვს მაღალ სააზროვნო უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებასასევე ისტ-ის გამოყენების ინოვაციურ ინტეგრირებას სხვა საგანთან მიმართებაშიკრეატიულობასგამოყენებული  მოთხრობები ეხმარება ბავშვს იქ აღწერილი ამბავი შეადაროს ცხოვრებისეულ სინამდვილესდაეხმაროს სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვაშიმოსწავლე ფიქრდება გმირების საქციელსა თუ ხასიათებზეადარებს საკუთარ ქმედებებსეხმარება ვირტუალურად იმოგზაურონ ამ  სამყაროშიბავშვები უნდა მიხვდნენ რომ სისუსტე სიკეთით  გადაილახოს.




14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა
14 აპრილი ,,ციფრულმა მოქალაქემაც" აღნიშნა.


ჩვენ გვტკივა 9 აპრილი

ჩვენი კლუბის მოსწავლეებმა გამოხატეს თავიაანთი დამოკიდებულება 9 აპრილის მოვლენების მიმართ