ჩვენ ვქმნით ელექტრონულ წიგნებს
ჩვენ, ბავშვობაში უამრავ ზღაპარს გვიკითხავდნენ. ზღაპრებს დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ ან ვუყურებთ ხოლმე. მაინც რას გვასწავლის ზღაპარი?
ზღაპარი ეხმარება ბავშვს იქ აღწერილი ამბავი შეადაროს ცხოვრებისეულ სინამდვილეს, დაეხმაროს სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში. როდესაც ბავშვი ზღაპარს ისმენს, გინდა არ გინდა ზღაპრის გმირს ადარებს რომელიმე მის ცხოვრებისეულ გმირს, ფიქრდება გმირების საქციელსა თუ ხასიათებზე, ადარებს საკუთარ ქმედებებს, ოცნებობს, სხვის საქციელს ადარებს საკუთარს, ეხმარება ვირტუალუად იმოგზაურონ ზღაპრის სამყაროში. ხიფათისაგან არავინ არის დაზღვეული მაგრამ ბავშვები უნდა მიხვდნენ რომ სისუსტე უნდა გადავლახოთ და სიკეთე ვაკეთოთ.
ჩვენი ამოცანა იყო მოგვეხდინა ზღაპრის გაცოცხლება და შეგვექმნა ელექტრონული წიგნები. ეს დაეხმარებოდა მოსწავლეებს არა მარტო სამეტყველო უნარების განვითარებაში, არამედ განევითარებინათ შემოქმედებითი უნარი და მოეხდინათ ისტი-ის ტრანსფერი მოხერხებულად.
No comments:
Post a Comment