ჩვენ და ევროკავშირი
ჩვენი საუკუნე მოითხოვს
ევროპული გამოცდილებისა და ევროპული ფასეულობების გაზიარებას ჩვენი ქვეყნის განათლებაში. ეს კი მოითხოვს მასწავლებლებისაგან
ევროპული ღირებულებების სიღრმისეულ გააზრებას და როგორც დიალოგურ კულტურას, ასევე ინოვაციურ
პრაქტიკას საგაკვეთილო პროცესში. დარწმუნებას ევროპული ღირებულებების პროგრესში.
ფოტო
,,ციფრული მოქალაქე" აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპული ღირებულებების კვლევასა და შესწავლაში. ისინი ხალისით ახორციელებენ ისტ-ის ტრანსფერს ევროკავშირის ქვეყნების გაცნობისათვის.
Pages
- Home
- სიახლეები
- სერტიფიკატები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გალერეა -ჩვენი სტარტი 2017 წლიდან
- პროექტები და ბიზნესიდეები
- ვიდეო-მასალა
- რესურსები
- კლუბის წესდება
- პოსტერები
- მოსწავლეთა რეფლექსიები
- რეფლექსიები
- განაცხადი კლუბის წევრობაზე
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე"
- კლუბის წევრები
- კლუბის სასწავლო გეგმა
- ხელთნაკეთი ნივთები
- ფოტო-მასალა2018-2019 სასწავლო წელი
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" -2019 წელი
- 2020-2021წლის ფოტო -მასალა
- იღბლიანი ბორბალი
Tuesday, March 27, 2018
Tuesday, March 13, 2018
ჩვენმა კლუბმა ,,ციფრულმა მოქალაქემ" ჩავატარეთ ინტერაქტიული თამაში "იღბლიანი ბორბალი" . თამაში მეტად საინტერესო სახალისო და გამომწვევი იყო. კითხვები ეხებოდა არა მარტო ციფრულ ტექნოლოგიებს, არამედ ცხოვრებისეულ საკითხებსაც.
მონაწილეები და გულშემატკივრები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართული თამაშის მსვლელობაში. ღონისძიება გაფორმებული იყო შემოქმედებითი დეტალებითაც. მოსწავლეებმა მონაწილეები დაჯილდოვდნენ წიგნებით, საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.
Friday, February 23, 2018
ბულინგი სკოლებში
კლუბ ,,ციფრულ მოქალაქესთან" ერთად განხორციელდა დისკუსიები ბულიგთან და კიბერბულინგთან დაკავშირებით , მომზადდა პრეზენტაცია. კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და დააფიქსირეს თავიაანთი მოსაზრებები. დააჭირეთ ლინკსThursday, January 25, 2018
21-ე საუკუნე და ჩვენი შესაძლებლობები
21-ე
საუკუნე საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციის ადგილი,
ან ვირტუალურად დავათვალიეროთ სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ობიექტები. Google
Maps — გუგლის მიერ შექმნილი რუკების ვებაპლიკაცია, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დათვალიერება თანამგზავრული სურათების
სახით. • გარდა უბრალო დათვალიერებისა, შესაძლებელია საკუთარი რუკები შექმნა
წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონალური ფენებით და სხვებისათვის გაზიარება. ჩემის აზრით ამ აპლიკაციის ცოდნა მოსწავლეებს განუვითარებს სწორედ
21-ე საუკუნის უნარებს და დაეხმარებათ მომავალში ამ აპლიკაციის მიზნობრივ
გამოყენებაში. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი და ხალისით ასრულებდნენ
შესაბამის დირექტივებს. შექმნეს საინტერესო საკუთარი ლოკაციის რუკები. დააჭირეთ ლინკს
Sunday, January 14, 2018
ჩვენი 108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქის" კლუბი დაუმეგობრდა etwining -ის პორტალზე უკრაინის მოსწავლეთა ჯგუფს და ხშირად გვაქვს აზრთა გაზიარება სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციების დახმარებით. კლუბმა შექმნა სხვადასხვა ვიდეო-რგოლები და ჩვენი დედაქალაქი უკრაინელ მეგობრებს სწორედ გააცნო ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო-რგოლის საშუალებით.
(ვიდეოს ავტორი საბა საბაშვილი)
Sunday, December 17, 2017

ჩვენ, ,,ციფრული მოქალაქის" წევრები გილოცავთ დამდეგ 2018 წელს და როგორც 108 სკოლას, ისე ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებებს სწავლაში.
შეისწავლეთ და გამოიყენეთ ახალი ინოვაციები სასწავლო პროცესში.
ეს ბარათები ჩვენ, მოსწავლეებმა მოვამზადეთ პროგრამა ,,Pizap" - ში. ამ პროგრამაში მუშაობამ ძალიან გაგვახალისა და გადავწყვიტეთ ახალი წელი ჩვენი ბარათებით მოგველოცა. თუმცა ამ პროგრამაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ კეთდება როგორიცაა პოსტერები, კოლაჟები, სურათების რედაქტირება და ა.შ. გვიხარია რომ შეგვიძლია ამ აპლიკაციაში მუშაობა. ,,ციფრულმა მოქალაქემ" ჩვენთან დამეგობრებულ უკრაინელ მოსწავლეებსაც მიულოცა ახალი წელი . ჩვენი ბარათების სანახავად დააჭირეთ ლინკს.
Subscribe to:
Posts (Atom)









