კლუბ ,,ციფრულ მოქალაქესთან" ერთად განხორციელდა დისკუსიები ბულიგთან და კიბერბულინგთან დაკავშირებით , მომზადდა პრეზენტაცია. კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და დააფიქსირეს თავიაანთი მოსაზრებები. დააჭირეთ ლინკსPages
- Home
- სიახლეები
- სერტიფიკატები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გალერეა -ჩვენი სტარტი 2017 წლიდან
- პროექტები და ბიზნესიდეები
- ვიდეო-მასალა
- რესურსები
- კლუბის წესდება
- პოსტერები
- მოსწავლეთა რეფლექსიები
- რეფლექსიები
- განაცხადი კლუბის წევრობაზე
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე"
- კლუბის წევრები
- კლუბის სასწავლო გეგმა
- ხელთნაკეთი ნივთები
- ფოტო-მასალა2018-2019 სასწავლო წელი
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" -2019 წელი
- 2020-2021წლის ფოტო -მასალა
- იღბლიანი ბორბალი
Friday, February 23, 2018
ბულინგი სკოლებში
კლუბ ,,ციფრულ მოქალაქესთან" ერთად განხორციელდა დისკუსიები ბულიგთან და კიბერბულინგთან დაკავშირებით , მომზადდა პრეზენტაცია. კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და დააფიქსირეს თავიაანთი მოსაზრებები. დააჭირეთ ლინკსThursday, January 25, 2018
21-ე საუკუნე და ჩვენი შესაძლებლობები
21-ე
საუკუნე საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციის ადგილი,
ან ვირტუალურად დავათვალიეროთ სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ობიექტები. Google
Maps — გუგლის მიერ შექმნილი რუკების ვებაპლიკაცია, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დათვალიერება თანამგზავრული სურათების
სახით. • გარდა უბრალო დათვალიერებისა, შესაძლებელია საკუთარი რუკები შექმნა
წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონალური ფენებით და სხვებისათვის გაზიარება. ჩემის აზრით ამ აპლიკაციის ცოდნა მოსწავლეებს განუვითარებს სწორედ
21-ე საუკუნის უნარებს და დაეხმარებათ მომავალში ამ აპლიკაციის მიზნობრივ
გამოყენებაში. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი და ხალისით ასრულებდნენ
შესაბამის დირექტივებს. შექმნეს საინტერესო საკუთარი ლოკაციის რუკები. დააჭირეთ ლინკს
Sunday, January 14, 2018
ჩვენი 108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქის" კლუბი დაუმეგობრდა etwining -ის პორტალზე უკრაინის მოსწავლეთა ჯგუფს და ხშირად გვაქვს აზრთა გაზიარება სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციების დახმარებით. კლუბმა შექმნა სხვადასხვა ვიდეო-რგოლები და ჩვენი დედაქალაქი უკრაინელ მეგობრებს სწორედ გააცნო ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო-რგოლის საშუალებით.
(ვიდეოს ავტორი საბა საბაშვილი)
Sunday, December 17, 2017

ჩვენ, ,,ციფრული მოქალაქის" წევრები გილოცავთ დამდეგ 2018 წელს და როგორც 108 სკოლას, ისე ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებებს სწავლაში.
შეისწავლეთ და გამოიყენეთ ახალი ინოვაციები სასწავლო პროცესში.
ეს ბარათები ჩვენ, მოსწავლეებმა მოვამზადეთ პროგრამა ,,Pizap" - ში. ამ პროგრამაში მუშაობამ ძალიან გაგვახალისა და გადავწყვიტეთ ახალი წელი ჩვენი ბარათებით მოგველოცა. თუმცა ამ პროგრამაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ კეთდება როგორიცაა პოსტერები, კოლაჟები, სურათების რედაქტირება და ა.შ. გვიხარია რომ შეგვიძლია ამ აპლიკაციაში მუშაობა. ,,ციფრულმა მოქალაქემ" ჩვენთან დამეგობრებულ უკრაინელ მოსწავლეებსაც მიულოცა ახალი წელი . ჩვენი ბარათების სანახავად დააჭირეთ ლინკს.
Sunday, December 3, 2017
პოსტერები და კოლაჟები: პოსტერები შეიძლება დავამზადოთ ონლაინაპლიკაციების გამოყენებით, პოსტერი შეიძლება ჩავაშენოთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, გაზიარებულ პოსტერზე შეიძლება დატანილი იქნას თანამონაწილეთა მოსაზრებები , ის გვთავაზობს უამრავ არჩევანს დიზაინისა და თემატიკის მიხედვით, პოსტერები საშუალებას გვაძლევს გამოვაქვეყნოთ ინფორმაციები სასწავლო პროცესების მიმდინარეობისა თუ სიახლეების შესახებ.
video-რგოლები: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი სურათები და ვიდეო კლიპები, ასევე ვრცელი ბიბლიოთეკა და ფართო არჩევანი ვიდეო სტილის, რათა შეიქმნას შეუზღუდავი რაოდენობის სლაიდშოუ - video და მას შემდეგ, რაც ანიმოტო ,,ღრუბელია" თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ Animoto- ს პროგრამა და შექმნათ მრავალ სასურველ თემაზე სასურველი ვიდეო-რგოლები. ჩვენ ეს შევძელით. ჩვენი ვიდეოების სანახავად დააწკაპუნეთ ლინკზე.
კომიქსი: ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით. ეხმარება ქვეცნობიერის გადმოცემაში. ჩვენ ძალიან ვიხალისეთ, მოგვეწონა კომიქსების კეთება და ამასაც წარმატებით გავართვით თავი. ჩვენი კომიქსების სანახავად დააჭირეთ ლინკს.
კლუბის ლოგოზე მუშაობა: ჩვენ ვართ 108 სკოლის ,,ციფრული მოქალაქის" კლუბის წევრები და ხალისით ვართ ჩაბმული კლუბის აქტივობებში რაც ჩვენთვის სიახლესთან ერთად ძალიან საინტერესოც არის. ჩვენ ვიმუშავეთ logomaker-ის სხვადასხვა ვერსიებში. ვმუშაობდით ყველა. შევქმენით სხვადასხვა ვერსიები. მოვაწყეთ კონკურსი და შევარჩიეთ ლოგო. ლოგოს ვერსიებს ვგზავნიდით edmodo -ს საშუალებით ჩვენს ისტ -ის მასწავლებელთან ქალ-ნ ირინასთან. ამავე edmodo-ში ხმათა უმრავლესობით შევარჩიეთ ლოგოც რომელიც ჩვენი აზრით ძალიან გვეამაყება.
მშობლების მხარდაჭეით შევიძინეთ თეთრი მაისურებიც რომელზედაც ჩვენი საამაყო ლოგოა გამოსახული.
ლოგოზე მუშაობის პროცესის სანახავად დააჭირეთ ლინკს:
,,ციფრული მოქალაქე" აქტიურად ვიყენებთ Edmodo-ს შესაძლებლობებს და ყველა ჩვენ შესრულებულ დავალებებს ვუგზავნით ირინა მასწავლებელს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან და ედმოდოს გამოყენება ჩვენთვის ძალიან კომფორტულია.
Sunday, November 26, 2017
კლუბის ხელმძღვანელი :
Subscribe to:
Posts (Atom)











