Sunday, January 12, 2025

რობოტიკის სარეკლამო ბანერები

 ჩვენი კლუბი "ციფრული მოქალაქე" აქტიურად განიხილავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მის სწორ გამოყენებას სასწავლო პროცესში. "ციფრულ მოქალაქესთან" არსებული კლუბ "რობოტიკელები108" -ის მიერ შეიქმნა რობოტიკის სარეკლამო ბანერები. 

კლუბის მუშაობის ფარგლებში. ნიმუშების სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ლინკს:

რობოტიკის სარეკლამო ბანერები



ჩვენი "ციფრული მოქალაქის" მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლები პროექტისთვის "ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში


ვიდეო-რგოლები -ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში

ვიდეო-რგოლების სანახავად დააჭირეთ ლინკს


პროექტი: სპექტაკლი

„დავით აღმაშენებელი და 21-ე საუკუნის რობოტები“(დადგმა-სცენარი: ისტ პედაგოგი: ირინა მარკოზაშვილი)
• ისტორიული მოვლენების თანამედროვე კონტექსტში აღქმა.

1. ტექნოლოგიების და პროგრესის კრიტიკული ანალიზი
• მოსწავლეებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და მათი გავლენის გააზრება.
• შეკითხვა: „ადამიანი მართავს ტექნოლოგიას, თუ პირიქით?“ – ამ თემაზე ფიქრის და დისკუსიის წახალისება.
2. ისტორიის გაცოცხლება და გააზრება

3. ისტორიისა და მომავლის შედარება – რა იყო მაშინ და როგორია დღეს?


"ეს შენც გეხება" - მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები-ანიმაცია

 ჩემს პატარა მოსწავლეებთან ერთად შევქმენით ანიმაციები " ეს შენც გეხება" რომელიც მოიაზრებდა ქვეყნის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ რა შეიძლება გაკეთდეს ეკოლოგიის გადასარჩენად , ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. ნამუშევრები შექმნეს მე-3 და მე-4 კლასელებმა BrushNinja-ს პლატფორმის დახმარებით. ეს პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ მიზნებს და როგორ მოახდინონ თავიანთი იდეების ჩვენება, რაც ხელს უწყობს ძლიერ ანალიტიკურ და ტექნიკურ უნარების განვითარებას.

BrushNinja-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს უფრო ინტერაქტიული და საინტერესო სწავლის გარემოს შექმნას, რაც უფრო დიდ ინტერესს ბადებს  გამოსცადონ თავიანთი იდეები ვიზუალურად და მოუფიქრებლად გადააქციონ ეს ანიმაციებში, რაც მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების და იდეების გენერაციის უნარებს აძლიერებს.

ნიმუშების სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ლინკს.

მოსწავლეთა ნაშრომები:


მოსწავლეთა ნაშრომები 2:

Tinkercad-ის გამოყენებით შექმნილი პროექტები .

 Tinkercad.com-ის გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს კონკრეტული პროექტები და სკოლაში მოეწყო გამოფენა, რომელიც უკვე მესამე წელია იმართება. მისი გამოყენება არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ კრეატიულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის კომპეტენციებსაც ავითარებს.

მეორე მხრივ, Tinkercad ავითარებს მოსწავლეების კრიტიკულ და პრობლემის გადაჭრის უნარებს. პროგრამაში მუშაობისას ისინი ქმნიან კონკრეტულ პროექტებს, რომელიც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, სიზუსტესა და დეტალებზე დაკვირვებას. მათ უწევთ ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება.  გარდა ამისა, პლატფორმა ხელს უწყობს STEM განათლების პრაქტიკულ გამოყენებას. Tinkercad აერთიანებს მეცნიერებას (Science), ტექნოლოგიებს (Technology), ინჟინერიას (Engineering) და მათემატიკას (Math), რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ მოდელირებაში გამოიყენონ.

ნიმუშების სანახავად დააჭირეთ შემდეგ ლინკებს

ნამუშევრების გამოფენა -1

ნამუშევრების გამოფენა -2




Friday, July 19, 2024

ჩვენი რობოტის ცეკვა

 ტანგო



იხილეთ ჩვენი ნამუშევრები 2024

 

ბავშვთა უფლებების კონვენცია     ( დააჭირეთ ლინკებს)

დაიცავი ციფრული უფლებები        ( დააჭირეთ ლინკებს)

ფლეშ-ანიმაციები: "ჩვენ გვინდა მშვიდობა"    ( დააჭირეთ ლინკებს)

დააჭირეთ ლინკებს)

პროექტი -მდგრადი განვითარება- მარკოზაშვილი.mp4

 გადავარჩინოთ ეკოსისტემა -მაკეტები -პროექტის ხელმძღვანელი ირინე მარკოზაშვილი.mp4   

 მდგრადი განვითარება და ციფრული მოქალაქე - პროექტი: გადავარჩინოთ ეკოსისტემა ველურ ბუნებასთან ერთად       ( დააჭირეთ ლინკებს)

გადავარჩინოთ ეკოსისტემის ველური ბუნება-მაკეტები    ( დააჭირეთ ლინკებს)


Tuesday, November 1, 2022

რობოტებიც ავაწყეთ

 ჩვენმა კლუბმა ,,რობოტიკები108" ავაწყეთ Mbot რობოტები


ფოტო-მასალა



Sunday, October 16, 2022

რობოტიქსის კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი EPAM Georgia-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში . გუშინ , 15 ოქტომბერს, ილიაუნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენს -108 საჯარო სკოლის რობოტიქსის კლუბს გადაეცა M- BOT რობოტები. მადლობა რობოტებისათვის.



ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ