Monday, May 6, 2019


14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა
14 აპრილი ,,ციფრულმა მოქალაქემაც" აღნიშნა.


ჩვენ გვტკივა 9 აპრილი

ჩვენი კლუბის მოსწავლეებმა გამოხატეს თავიაანთი დამოკიდებულება 9 აპრილის მოვლენების მიმართ




Friday, March 22, 2019

დაუნის სინდრომის დღე




თბილისის 108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქე" აქტიურად შეუერთდა 21 მარტს ,,დაუნის სინდრომის" კამპანიას. ღონისძიების მიზანი იყო  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება. დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან. დააჭირეთ ლინკს



დააჭირეთ ლინკს




Wednesday, January 2, 2019



გილოცავთ ახალ 2019 წელს. 







,,ციფრული მოქალაქე" ხალისით მუშაობდა საახალწლო მისალოცი ბარათების კომპიუტერულ აპლიკაციებზე და ხელთნაკეთებზე.

დააჭირეთ ლინკს



ჩვენ ვაკეთებთ ,,პოსტერებს"