Thursday, May 3, 2018

22 აპრილი დედამიწის დღეა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
ამ ღონისძიებას ჩვენი კლუბის მოსწავლეებიც აქტიურად შეუერთდნენ.






Tuesday, March 27, 2018

ჩვენ და ევროკავშირი

ჩვენი საუკუნე მოითხოვს ევროპული გამოცდილებისა და ევროპული ფასეულობების გაზიარებას  ჩვენი ქვეყნის განათლებაში. ეს კი მოითხოვს მასწავლებლებისაგან ევროპული ღირებულებების სიღრმისეულ გააზრებას და როგორც დიალოგურ კულტურას, ასევე ინოვაციურ პრაქტიკას საგაკვეთილო პროცესში. დარწმუნებას ევროპული ღირებულებების პროგრესში.
ფოტო
,,ციფრული მოქალაქე" აქტიურ მონაწილეობას იღებს ევროპული ღირებულებების კვლევასა და შესწავლაში. ისინი ხალისით ახორციელებენ ისტ-ის ტრანსფერს ევროკავშირის ქვეყნების გაცნობისათვის. 





Tuesday, March 13, 2018

იღბლიანი ბორბალი

ჩვენმა კლუბმა ,,ციფრულმა მოქალაქემ" ჩავატარეთ ინტერაქტიული თამაში "იღბლიანი ბორბალი" . თამაში მეტად საინტერესო სახალისო და გამომწვევი იყო.  კითხვები ეხებოდა არა მარტო ციფრულ ტექნოლოგიებს, არამედ ცხოვრებისეულ საკითხებსაც. 
მონაწილეები და გულშემატკივრები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართული თამაშის მსვლელობაში. ღონისძიება გაფორმებული იყო შემოქმედებითი დეტალებითაც. მოსწავლეებმა მონაწილეები დაჯილდოვდნენ წიგნებით, საჩუქრებითა და სერტიფიკატებით.  



Friday, February 23, 2018

ბულინგი სკოლებში


კლუბ ,,ციფრულ მოქალაქესთან"  ერთად  განხორციელდა დისკუსიები ბულიგთან და კიბერბულინგთან დაკავშირებით , მომზადდა პრეზენტაცია. კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში და დააფიქსირეს თავიაანთი მოსაზრებები. დააჭირეთ ლინკს





Thursday, January 25, 2018

21-ე საუკუნე და ჩვენი შესაძლებლობები

 21-ე საუკუნე საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციის ადგილი, ან ვირტუალურად დავათვალიეროთ სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ობიექტები. Google Maps — გუგლის მიერ შექმნილი რუკების ვებაპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დათვალიერება თანამგზავრული სურათების სახით. • გარდა უბრალო დათვალიერებისა, შესაძლებელია საკუთარი რუკები შექმნა წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონალური ფენებით და სხვებისათვის გაზიარება. ჩემის აზრით ამ აპლიკაციის ცოდნა მოსწავლეებს განუვითარებს სწორედ 21-ე საუკუნის უნარებს და დაეხმარებათ მომავალში ამ აპლიკაციის მიზნობრივ გამოყენებაში. მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი ინტერესი და ხალისით ასრულებდნენ შესაბამის დირექტივებს. შექმნეს საინტერესო საკუთარი ლოკაციის რუკები. დააჭირეთ ლინკს
2







Sunday, January 14, 2018


ჩვენი 108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქის" კლუბი დაუმეგობრდა etwining -ის პორტალზე უკრაინის მოსწავლეთა ჯგუფს და ხშირად გვაქვს აზრთა გაზიარება სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციების დახმარებით. კლუბმა შექმნა სხვადასხვა ვიდეო-რგოლები და ჩვენი დედაქალაქი უკრაინელ მეგობრებს სწორედ გააცნო ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო-რგოლის საშუალებით.




                                 (ვიდეოს ავტორი საბა საბაშვილი)

Wednesday, January 10, 2018

ლუკა ხუფენიას ინოვაციური ბიზნეს-იდეა