Pages
- Home
- სიახლეები
- სერტიფიკატები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გალერეა -ჩვენი სტარტი 2017 წლიდან
- პროექტები და ბიზნესიდეები
- ვიდეო-მასალა
- რესურსები
- კლუბის წესდება
- პოსტერები
- მოსწავლეთა რეფლექსიები
- რეფლექსიები
- განაცხადი კლუბის წევრობაზე
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე"
- კლუბის წევრები
- კლუბის სასწავლო გეგმა
- ხელთნაკეთი ნივთები
- ფოტო-მასალა2018-2019 სასწავლო წელი
- კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" -2019 წელი
- 2020-2021წლის ფოტო -მასალა
- იღბლიანი ბორბალი
Wednesday, June 5, 2019
Thursday, May 23, 2019
პროგრამირების ელემენტების გამოყენება
ჩვენი სკოლის ,,ციფრული მოქალაქე" სწავლობს პროგრამირების საბაზო ელემენტებს.
ეს არის პროგრამირების ენის საბაზო ელემენტების გამოყენების საშუალება. , რომელიც ეხმარება მოსწავლეს ისწავლონ კრეატიული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სისტემატიზირება, თანამშრომლობით პროექტებში მონაწილეობა, ანუ შეიძინონ და განავითარონ 21-ე საუკუნის უნარები.
მუშაობა Scratch-ში
დააჭირეთ ლინკს
ეს ციფრული რესურსი შედგება გრაფიკული ბლოკებისაგან,
რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი მოთხრობა, თამაში, ანიმაცია,
და მოვახდინოთ გაზიარება.
გამოიყენება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სასწავლო
გარემოში. პროგრამირების ელემენტების ბლოკების კავშირებით შეიძლება შეიქმნას ანიმაცია,
მოთხრობა, მოძრაობა, ხასიათი..
ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ამ პროგრამის მიმართ.
ამ პროგრამაში შერცეულ სცენაზე(სცენა არის გარემო, სადაც
ჩვენი გმირები, სპრაიტები, მოახდენენ მოქმედებას, ჩვენ უწერთ სკრიპტებს, რათა ისინი ავამოძრაოთ. ავალაპარაკოთ,
ავამღეროთ.
სკრიპტი- ეს
არის შესასრულებელი ბრძანებების სია, სკრიპტების დახმარებით ფიგურას ვამოძრავებთ და
ვალაპარაკებთ.
სპრაიტი - არის ნებისმიერი ობიექტი, რომელზეც ჩვენ ვახდენთ
ზემოქმედებას, ანუ ვწერთ სკრიპტებს.
სკრიპტი - კარნახობს სპრაიტს თუ რა უნდა შეასრულოს.
არის ბლოკების ჯაჭვი, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ სპრაიტზე, სპრაიტის ცვლილების
ასახვის საშუალება კი არის კოსტუმი. ;
მოსწავლეები წერდნენ სცენარს. ირჩევდნენ სამოქმედო სცენას,
იქმნებოდა სპრაიტის პოზიციები, შემდეგ კი წერდნენ სკრიპტებს. იქმნებოდა პატარა ანიმაციები.
ვიქტორინა ,,იცით თუ არა რომ?"
მასალები
ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას- დააჭირეთ ლინკს
პროექტი მავნე ჩვევები
ვიქტორინა ,,იცით თუ არა რომ?"
მასალები
ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას- დააჭირეთ ლინკს
პროექტი მავნე ჩვევები
Monday, May 6, 2019
პოსტერებზე მუშობა
ჩვენ ვმუშაობთ პოსტერებზე
Postermywall გვთავაზობს
პოსტერების უამრავ არჩევანს თემატიკისა და დიზაინის მიხედვით, რომლის რედაქტირებაც
შეგვიძლია საჭიროებისამებრ.
მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშობდნენ აღნიშნულ ონლაინ აპლიკაციებზე და შექმნეს უამრავი პოსტერი სხვადასხვა თემატიკაზე
დააჭირეთ ლინკს
.დააჭირეთ ლინკს
ელექტრონული ზღაპრები
108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქე'" ქმნის ელექტრონულ წიგნებს
მოსწავლეებმა ციფრული საშუალებების შერჩევით შექმნეს ელექტრონული ანიმირებული წიგნები. გარდა იმისა რომ წარმოდგენილი ტიპის გაკვეთილი უვითარებს ბავშვს მაღალ სააზროვნო უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, ასევე ისტ-ის გამოყენების ინოვაციურ ინტეგრირებას სხვა საგანთან მიმართებაში, კრეატიულობას, გამოყენებული მოთხრობები ეხმარება ბავშვს იქ აღწერილი ამბავი შეადაროს ცხოვრებისეულ სინამდვილეს, დაეხმაროს სიძნელეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში. მოსწავლე ფიქრდება გმირების საქციელსა თუ ხასიათებზე, ადარებს საკუთარ ქმედებებს, ეხმარება ვირტუალურად იმოგზაურონ ამ სამყაროში, ბავშვები უნდა მიხვდნენ რომ სისუსტე სიკეთით გადაილახოს.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
37 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა, ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა
14 აპრილი ,,ციფრულმა მოქალაქემაც" აღნიშნა.
Friday, March 22, 2019
დაუნის სინდრომის დღე
თბილისის 108 საჯარო სკოლის ,,ციფრული მოქალაქე" აქტიურად შეუერთდა 21 მარტს ,,დაუნის სინდრომის" კამპანიას. ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება. დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან. დააჭირეთ ლინკს
დააჭირეთ ლინკს
Thursday, February 21, 2019
Monday, February 11, 2019
Wednesday, January 2, 2019
გილოცავთ ახალ 2019 წელს.
,,ციფრული მოქალაქე" ხალისით მუშაობდა საახალწლო მისალოცი ბარათების კომპიუტერულ აპლიკაციებზე და ხელთნაკეთებზე.
დააჭირეთ ლინკს
Subscribe to:
Posts (Atom)