2024 წლის ნოემბერ -დეკემბერში განვახორციელე პროექტი "იყავით მედიაწიგნიერნი". პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო:- კრიტიკული აზროვნების განვითარება – მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის აღქმა და ანალიზი ისე, რომ გააცნობიერონ მისი შესაძლო მიზნები, გავლენა და სანდოობა.
- ციფრული უნარების განვითარება – მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიძიონ, გაანალიზონ და შეინარჩუნონ სანდო ინფორმაციული წყაროები, ასევე უსაფრთხო კომუნიკაცია ციფრულ გარემოში.
- სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება – მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ, როგორ შეიძლება მათი ქმედებები და პოსტები სოციალურ მედიაში გავლენას ახდენდეს სხვებზე და საზოგადოების აზრზე.
- მხატვრული და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება – რეკლამებისა და სხვადასხვა ტიპის კონტენტის შექმნა ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ პრაქტიკული,
არამედ ეთიკური ასპექტების
გააზრებაშიც, რაც მნიშვნელოვანია მედიის სამყაროში.
- დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ამოცნობა – ეს უნარი დაეხმარება მოსწავლეებს განსხვავებული ინფორმაციული წყაროების შინაარსის სიღრმისეულად გააზრებაში,
რაც მათ იცავს მავნე გავლენისგან.
განვახორციელეთ უამრავი აქტივობები რომელთა შესახებ ინფორმაცია დევს ბლოგზე წარმოდგენილ ფაილში (https://iramark2001-teacher.blogspot.com/)
ზოგიერთი აქტივობის ლინკი წარმოდგენილია აქვე.
"იყავით მედიაწიგნიერნი " -პროექტის შესახებ
პროექტის ფარგლებში შექმნილი რეკლამები
რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერნი
ციფროTV108 -გადაცემა 7- პროექტის შესახებ
პროექტის ფარგლებში შექმნილი პოსტერები
No comments:
Post a Comment