Sunday, January 12, 2025

"იყავით მედიაწიგნიერნი"

 2024 წლის ნოემბერ -დეკემბერში განვახორციელე პროექტი "იყავით მედიაწიგნიერნი". პროექტში მონაწილეობას იღებდა როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის მიზანი იყო:

  1. კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის აღქმა და ანალიზი ისე, რომ გააცნობიერონ მისი შესაძლო მიზნები, გავლენა და სანდოობა.
  2. ციფრული უნარების განვითარება მოსწავლეებმა უნდა  იცოდნენ, როგორ მოიძიონ, გაანალიზონ და შეინარჩუნონ სანდო ინფორმაციული წყაროები, ასევე უსაფრთხო კომუნიკაცია ციფრულ გარემოში.
  3. სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება მოსწავლეები უნდა  აცნობიერებდნენ, როგორ შეიძლება მათი ქმედებები და პოსტები სოციალურ მედიაში გავლენას ახდენდეს სხვებზე და საზოგადოების აზრზე.
  4. მხატვრული და შემოქმედებითი უნარების გაძლიერება რეკლამებისა და სხვადასხვა ტიპის კონტენტის შექმნა ეხმარება მოსწავლეებს  არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ეთიკური ასპექტების გააზრებაშიც, რაც მნიშვნელოვანია მედიის სამყაროში.
  5. დეზინფორმაციისა და მანიპულაციების ამოცნობა ეს უნარი დაეხმარება მოსწავლეებს  განსხვავებული ინფორმაციული წყაროების შინაარსის სიღრმისეულად გააზრებაში, რაც მათ იცავს მავნე გავლენისგან.

განვახორციელეთ უამრავი აქტივობები რომელთა შესახებ ინფორმაცია დევს ბლოგზე წარმოდგენილ ფაილში (https://iramark2001-teacher.blogspot.com/)

ზოგიერთი აქტივობის ლინკი წარმოდგენილია აქვე. 

"იყავით მედიაწიგნიერნი " -პროექტის შესახებ

პროექტის ფარგლებში შექმნილი რეკლამები

რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერნი

ციფროTV108 -გადაცემა 7- პროექტის შესახებ

ამოიცანით ფეიკნიუსები

პროექტის ფარგლებში შექმნილი პოსტერები


რობოტიკის სარეკლამო ბანერები

 ჩვენი კლუბი "ციფრული მოქალაქე" აქტიურად განიხილავს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მის სწორ გამოყენებას სასწავლო პროცესში. "ციფრულ მოქალაქესთან" არსებული კლუბ "რობოტიკელები108" -ის მიერ შეიქმნა რობოტიკის სარეკლამო ბანერები. 

კლუბის მუშაობის ფარგლებში. ნიმუშების სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ლინკს:

რობოტიკის სარეკლამო ბანერები



ჩვენი "ციფრული მოქალაქის" მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლები პროექტისთვის "ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში


ვიდეო-რგოლები -ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში

ვიდეო-რგოლების სანახავად დააჭირეთ ლინკს


პროექტი: სპექტაკლი

„დავით აღმაშენებელი და 21-ე საუკუნის რობოტები“(დადგმა-სცენარი: ისტ პედაგოგი: ირინა მარკოზაშვილი)
• ისტორიული მოვლენების თანამედროვე კონტექსტში აღქმა.

1. ტექნოლოგიების და პროგრესის კრიტიკული ანალიზი
• მოსწავლეებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და მათი გავლენის გააზრება.
• შეკითხვა: „ადამიანი მართავს ტექნოლოგიას, თუ პირიქით?“ – ამ თემაზე ფიქრის და დისკუსიის წახალისება.
2. ისტორიის გაცოცხლება და გააზრება

3. ისტორიისა და მომავლის შედარება – რა იყო მაშინ და როგორია დღეს?


"ეს შენც გეხება" - მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები-ანიმაცია

 ჩემს პატარა მოსწავლეებთან ერთად შევქმენით ანიმაციები " ეს შენც გეხება" რომელიც მოიაზრებდა ქვეყნის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ რა შეიძლება გაკეთდეს ეკოლოგიის გადასარჩენად , ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის. ნამუშევრები შექმნეს მე-3 და მე-4 კლასელებმა BrushNinja-ს პლატფორმის დახმარებით. ეს პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ მიზნებს და როგორ მოახდინონ თავიანთი იდეების ჩვენება, რაც ხელს უწყობს ძლიერ ანალიტიკურ და ტექნიკურ უნარების განვითარებას.

BrushNinja-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს უფრო ინტერაქტიული და საინტერესო სწავლის გარემოს შექმნას, რაც უფრო დიდ ინტერესს ბადებს  გამოსცადონ თავიანთი იდეები ვიზუალურად და მოუფიქრებლად გადააქციონ ეს ანიმაციებში, რაც მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების და იდეების გენერაციის უნარებს აძლიერებს.

ნიმუშების სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ლინკს.

მოსწავლეთა ნაშრომები:


მოსწავლეთა ნაშრომები 2:

Tinkercad-ის გამოყენებით შექმნილი პროექტები .

 Tinkercad.com-ის გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს კონკრეტული პროექტები და სკოლაში მოეწყო გამოფენა, რომელიც უკვე მესამე წელია იმართება. მისი გამოყენება არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ კრეატიულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის კომპეტენციებსაც ავითარებს.

მეორე მხრივ, Tinkercad ავითარებს მოსწავლეების კრიტიკულ და პრობლემის გადაჭრის უნარებს. პროგრამაში მუშაობისას ისინი ქმნიან კონკრეტულ პროექტებს, რომელიც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, სიზუსტესა და დეტალებზე დაკვირვებას. მათ უწევთ ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება.  გარდა ამისა, პლატფორმა ხელს უწყობს STEM განათლების პრაქტიკულ გამოყენებას. Tinkercad აერთიანებს მეცნიერებას (Science), ტექნოლოგიებს (Technology), ინჟინერიას (Engineering) და მათემატიკას (Math), რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ მოდელირებაში გამოიყენონ.

ნიმუშების სანახავად დააჭირეთ შემდეგ ლინკებს

ნამუშევრების გამოფენა -1

ნამუშევრების გამოფენა -2